აბაულა

აბაულა არის პირველი ქართული WEB 3 ბილეთების პლატფორმა. აბაულას პლატფორმა აწყობილია ბლოკჩეინ ტექნოლოგიით, რაც ქმნის უსაფრთხო და გამჭვირვალე ბილეთების შეძენის გამოცდილებას. ბლოკჩეინი არის უნიკალური ტექნოლოგია ბილეთების და ციფრული აქტივების სამართავად.

მონაცემები გარანტირებულად დაცულია. ეს არის სამყაროში ყველაზე უსაფრთხო სისტემა ამ დროისთვის.


ავთენტურობა

შეუძლებელია ბილეთების გაყალბება, ამობეჭდვა და დუბლირება. უნიკალური ბილეთი გამოჩნდება პირად კაბინეტში, ელ-ფოსტაზე ან აბაულას აპლიკაციაში „ჩემი პროფილი“ ღონისძიებამდე, რომელსაც მომხმარებელი გააქტიურებს ღონისძიებაზე შესვლამდე და ბმული იქცევა უნიკალურ ბილეთად, რომელსაც დაასკანერებს შესვლისას.


მარკეტფლეისი

ბილეთების ყიდვა, შენახვა, მოძიება და გადაყიდვა ერთ სივრცეში მარტივად. აბაულა ქმნის უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, „აბაულა მარკეტფლეისს“, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ პლატფორმაზე შეძენილი ბილეთის სხვა მომხმარებელზე გაყიდვა.


მაღალი ვიზუალური ღირებულების ციფრული ბილეთების მიწოდება

წარმოიდგინეთ, რომ ესწრებით კონცერტს, სპორტულ ან რაიმე სხვა ღონისძიებას, სადაც ფიზიკური ან QR ბილეთის ნაცვლად იღებთ NFT ბილეთს, რომელიც თქვენთან რჩება და სამუდამოდ დაგიტოვებთ ღონისძიებაზე განცდილ ემოციებს და მოგონებებს.


ბილეთები - როგოც უნიკალური კოლექცია! შეგიძლია მიიღო ბილეთი, სადაც უბრალო QR კოდის ნაცვლად იქნება ღონისძიების ამსახველი ფოტო, რომელიც შესაძლებელია იყოს ანიმაციური, მოძრავი ან სტატიკური.


გაძლიერებული ფლობა: ეს არის ძვირფასი ციფრული აქტივი, რომლის შენახვა, გაყიდვა ან თუნდაც შეგროვება შეგიძლიათ.


ორგანიზატორებს შეუძლიათ მონაცემების მოპოვება

მომხმარებელს ქცევაზე და მოხმარებულ პროდუქციაზე. ეს მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს მომავალი ღონისძიებების დაგეგმვისას.


აბაულა მეტია, ვიდრე უბრალოდ პლატფორმა

ეს არის ადამიანების ერთიანობა. შემოგვიერთდით, რადგანაც ჩვენ ვცვლით თიქეთინგ წესებს და ვქმნით მეტად უსაფრთხო, აქტიურ და ღირებულ გამოცდილებას ყველასთვის.