წესები და პირობები

სამართლებრივი განცხადება

ვებ-გვერდზე www.abaula.ge წვდომის ფაქტი თავისთავად გულისხმობს, რომ ამ ქმედებით მომხმარებელი ცნობს და სავალდებულოდ იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს, დათქმებისა და გამონაკლისის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ განცხადებას არ ეთანხმება, მომხმარებელმა თავი უნდა შეიკავოს ვებ-გვერდზე არსებული სერვისებისა და/ან მასალის წვდომისგან ან/და გამოყენებისგან და დატოვოს ვებ-გვერდი.

ვებ-გვერდის მფლობელი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, გაცნობებთ ვებ-გვერდის www.abaula.ge მფლობელი კომპანიის საიდენტიფიკაციო მონაცემებს.

  • კომპანიის სახელწოდება: შპს ე თიქეთინგი
  • ოფისის მისამართი: 0160, პეკინის 34, თბილისი, საქართველო
  • ტელეფონი: 558 00 90 91
  • საიდენტიფიკაციო კოდი: 402291916
  • ელ. ფოსტა: info@abaula.ge
  • რეგისტრაციის თარიღი: : 13.10.2023

გამოყენების წესები და პირობები

მომხმარებლები

www.abaula.ge ვებ-გვერდის გამოყენება და მასზე წვდომა განსაზღვრავს და აყალიბებს მომხმარებლის სტატუსს. იგი, ამ წვდომითა და სარგებლობით, ეთანხმება აქ მითითებულ საიტის გამოყენების ზოგად წესებსა და პირობებს.

ვებ გვერდით სარგებლობა

www.abaula.ge უზრუნველყოფს წვდომას მრავალფეროვან ინფორმაციაზე, სერვისსა თუ მონაცემებზე (შემდგომში „მასალა“) ინტერნეტში, რომელიც ეკუთვნის abaula-ს და მასზე მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს წვდომა. მომხმარებელი, პორტალის გამოყენებისას, იღებს შესაბამის პასუხისმგებლობას. ეს პასუხისმგებლობა მოიცავს რეგისტრაციასაც, რომელიც გარკვეულ კონკრეტულ სერვისებზე ან შინაარსზე წვდომისთვის აუცილებელია.

ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხისმგებელია რეალური და კანონიერი ინფორმაციის მიწოდებაზე. რეგისტრაციის შედეგად, მომხმარებელს შეიძლება მიეცეს პაროლი, რომელზეც იქნება პასუხისმგებელი და აიღებს ვალდებულებას გამოიყენოს იგი გულმოდგინედ და კონფიდენციალურად. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას სათანადოდ გამოიყენოს საიტზე არსებული მასალა და სერვისები (როგორიცაა საუბრის სერვისები, სადისკუსიო ფორუმები ან ახალი ამბების ჯგუფები), რომლებსაც www.abaula.ge სთავაზობს თავისი პორტალის მეშვეობით და მაგალითად, მაგრამ არა მხოლოდ ამ მაგალითებით ამოწურვით, არ გამოიყენოს ისინი (I) უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ან კეთილსინდისიერებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საწინააღმდეგოდ; (II) რასისტული, ქსენოფობიური, უკანონო პორნოგრაფიული, პროტერორიზმის ან ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო შინაარსის ინფორმაციის ან პროპაგანდის გავრცელებისათვის; (III) რათა ზიანი მიაყენოს www.abaula.ge ფიზიკურ და ლოგიკურ სისტემებს, მის პროვაიდერებს, პარტნიორებს ან მესამე მხარეს, ქსელში დანერგოს ან გაავრცელოს კომპიუტერული ვირუსები ან ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან ლოგიკური სისტემა, რომელიც სავარაუდოდ გამოიწვევს ზემოხსენებულ ზიანს; (IV) სხვა მომხმარებლების ელ.ფოსტის ანგარიშებისა და მათი შეტყობინებების შეცვლისა და გამოყენებისათვის. www.abaula.ge იტოვებს უფლებას წაშალოს ყველა კომენტარი და მასალა, რომელიც არღვევს პიროვნების ღირსების პატივისცემას, რომელიც არის დისკრიმინაციული, ქსენოფობიური, რასისტული, პორნოგრაფიული, რომელიც აზიანებს ახალგაზრდებს ან ბავშვებს, წესრიგს ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან, მისი აზრით, გამოქვეყნებისთვის არ იყო შესაფერისი. ნებისმიერ შემთხვევაში, www.abaula.ge არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლების მიერ ფორუმების, ჩეთების ან მონაწილეობის სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით გამოთქმულ მოსაზრებებზე.

ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრება

www.abaula.ge თავისთავად ან როგორც მიმღები, ფლობს ყველა ინტელექტუალურ და სამრეწველო საკუთრების უფლებას მის ვებსაიტზე, ისევე როგორც მასში შემავალ ელემენტებზე, (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: სურათები, ხმა, აუდიო, ვიდეო, პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამები ან ნებისმიერი ტექსტბი; სავაჭრო ნიშნები ან ლოგოები, ფერების კომბინაციები, სტრუქტურა და დიზაინი, გამოყენებული მასალების შერჩევა, მისი ფუნქციონირებისთვის, წვდომისა და გამოყენებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამები, და ა.შ.), რომელსაც ფლობენ აბაულა ან მისი ლიცენზიარები.

ყველა უფლება დაცულია. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 და მე-19 მუხლების შესაბამისად, www.abaula.ge თანხმობის გარეშე, ნებისმიერი ტექნიკური თუ სხვა საშუალებით, კომერციული მიზნებისათვის, დაუშვებელია საიტზე არსებული მასალის რეპროდუცირება, გავრცელება ან საჯარო კომუნიკაცია, მათ შორის, ამ მასალაზე წვდომის შესაძლებლობის შექმნა.

მომხმარებელი იღებს ვალდებულებას პატივი სცეს ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლებებს, რომლებიც ეკუთვნის აბაულას. თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ პორტალის შემადგენელი ნაწილები და თუნდაც დაბეჭდოთ, ასლი გადაიღოთ ან შეინახოთ ისინი თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე ან ნებისმიერ სხვა მოწყობილობაზე, იმ პირობით, რომ ეს არის მხოლოდ და ექსკლუზიურად თქვენი პირადი და კერძო სარგებლობისთვის. მომხმარებელმა თავი შეიკავოს ნებისმიერი დამცავი მოწყობილობის ან უსაფრთხოების სისტემის წაშლის, შეცვლის, თავიდან აცილების ან მანიპულირებისგან, რომელიც დაინსტალირებული იყო აბაულას გვერდებზე.

გარანტიებისა და პასუხისმგებლობის გამორიცხვა

www.abaula.ge არცერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზიანისთვის, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ არა მხოლოდ: შეცდომებმა ან ხარვეზებმა საიტზე არსებულ მასალაში, პორტალის ხელმისაწვდომობის შეზღდვამ ან ვირუსების ან მავნე პროგრამების არსებობამ საიტზე არსებულ მასალებში და მათმა გადაცემამ, თუ მიღებული აქვს ყველა საჭირო ტექნოლოგიური ზომა მის თავიდან ასაცილებლად.

დაბრუნების პოლიტიკა

ღონისძიებაზე ან შოუზე დასწრების შეუძლებლობა ან ბილეთ(ებ)ის შეძენისას შეცდომის დაშვება არ არის მისი დაბრუნების საფუძველი. ამ ვებსაიტის მომხმარებელს, ასეთ შემთხვევაში, არ შეუძლია გამოიყენოს სამომხმარებლო და საცალო ვაჭრობის საკითხებში არსებული გასვლის ან შეწყვეტის უფლებები.

ბილეთის ჩვენი გვერდის საშუალებით შეძენის შემდეგ, მისი თანხის შეცვლა ან დაბრუნება შეუძლებელი იქნება, გარდა ღონისძიების გაუქმების შემთხვევებისა. ნებისმიერ ობიექტურად მოულოდნელ ვითარებაში, ღონისძიების შეწყვეტის, გადადების, გაუქმების, განრიგის ან ადგილის შეცვლისას, როგორც კი პრომოუტერისგან მივიღებთ შეტყობინებას, შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ, ყველა მყიდველს გაეგზავნება ელ. წერილი ბილეთის შეძენის პროცესში დაფიქსირებულ ელ. ფოსტაზე, რომელშიც ცვლილება და შემდგომი პროცედურები იქნება ახსნილი.

მოდიფიკაციები

www.abaula.ge იტოვებს უფლებას განახორციელოს წინასწარ გამოუცხადებელი ცვლილებები, რომელსაც მიზანშეწონილად თვლის თავის ვებსაიტზე, შეუძლია შეცვალოს, წაშალოს ან დაამატოს მასალა და სერვისები და სახე, თუ როგორ არიას ის წარმოდგენილი ან განთავსებულია მის ვებსაიტზე.

ბმულები

იმ შემთხვევაში, თუ აბაულა იყენებს სხვა ვებ-გვერდების ბმულებს ან ჰიპერბმულებს სხვა ინტერნეტ საიტებზე, აბაულა არ განახორციელებს რაიმე სახის კონტროლს აღნიშნულ საიტებსა და შინაარსზე. აბაულა არცერთ შემთხვევაში არ აიღებს პასუხისმგებლობას სხვა ვებსაიტის ბმულზე არსებული მასალის შინაარსზე და არც იძლევა გარანტიას ამ ბმულებზე არსებული ინფორმაციისა და მასალის ტექნიკური ხელმისაწვდომობის, ხარისხის, სანდოობის, სიზუსტის, ყოვლისმომცველობის, მართებულობისა და კონსტიტუციურობის შესახებ.

ასევე, ამ გარე კავშირების ჩართვა საქმიანობაში და ვებ გვერდზე არ გულისხმობს რაიმე სახის ასოციაციას, შერწყმას ან მონაწილეობას რაიმე სხვა თემაში, დაკავშირებულ სუბიექტებთან.

გარიცხვის უფლება

www.abaula.ge იტოვებს უფლებას უარყოს ან გაუუქმოს წვდომა პორტალზე და/ან შემოთავაზებულ სერვისებზე, წინასწარი შეტყობინების გარეშე, საკუთარი ინიციატივით, ან მესამე მხარის მოთხოვნით, იმ მომხმარებლებს, რომლებიც არ ემორჩილებიან გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს.

ზოგადი

www.abaula.ge განიხილავს წესებისა და პირობების ნებისმიერ დარღვევას, ისევე, როგორც პორტალის არასათანადო გამოყენების შემთხვევებს და ისარგებლებს კანონით მინიჭებული ყველა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი უფლებით.

წესებისა და პირობების მოქმედების ვადა და მათი მოდიფიკაციის შესაძლებლობა

www.abaula.ge შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს, კანონიერების პრინციპის ფარგლებში, აქ არსებული პირობები, სათანადო წესით გამოქვეყნების გზით და შესაბამისად.

ამ პირობების ვალიდურობა დამოკიდებულია მათ საჯაროობაზე და ისინი ძალაშია მანამ, სანამ არ შეიცვლება სხვა, შესაბამისად გამოქვეყნებულით.

მოქმედი სამართალი და იურისდიქცია

წესები და პირობები, რომლებიც არეგულირებს ამ ვებსაიტს, ისევე როგორც შესაძლო ნებისმიერი სახის ურთიერთობები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ვებ გვერდის გამოყენებასთან მიმართებით, დაცულია და ექვემდებარება საქართველოს კანონმდელობას. ნებისმიერი გაუგებრობის დავის, ან შეუსაბამობის გადასაჭრელად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მომხმარებელსა და აბაულას შორის ამ ვებსაიტით სარგებლობასთან მიმართებით, გადაეცემა საქართველოს სასამართლოების სისტემას, განსჯადობის შესაბამისად. ყველა საკითხი, რომელიც აქ არ არის ნახსენები, რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.