www.abaula.ge კონფიდენციალობის პოლიტიკა

ზოგადი განმარტება

წინამდებარე დოკუმენტით “აბაულა” გაწვდით ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან და კონფიდენციალობასთან დაკავშირებით, საიტის www.abaula.ge გამოყენებისას. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული სახის ინფორმაციის განმარტება, არასანქცირებული წვოდმის შემთხვევები, დაცვის მექანიზმები, და ინფორმაციის გამოყენების საჭიროება.

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა

პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება აბაულას აქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი. თქვენი პერსონალური ინფორმაცია მუშავდება კონკრეტული მიზნით რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

გაცნობებთ, რომ

  • აბაულა მიიღებს ყველა საჭირო ზომას პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • ჩვენ არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  • თქვენი მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში, მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

კანონისმიერი დაცვის მექანიზმი

აღნიშნულ საკითხებს ეხება, იცავს და განმარტავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
  • ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.

პერსონალური ინფორმაციის რევიზირება

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვისაც. აღნიშნული „აბაულა“-ს მიერ განხორციელდება დაუყოვნებლივ, თუმცა, გონივრულ ვადაში, სხვადასხვა საკანონმდებლო ვალდებულებებიდან გამომდინარე.

თქვენთვის აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება კომპანიას წარმოეშობა თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში.

პერსონალური ინფორმაციის სახეები

სახელშეკრულებო

დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ

ლოკაციური

მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კომპანიამ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან ან იმ ობიექტის ადგილმდებარეობიდან, სადაც ახორციელებთ ოპერაციებს.

ქცევითი

დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას.

ტექნიკური

ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ.

საკომუნიკაციო

ინფორმაცია, რომელსაც კომპანია მოიპოვებს ელექტრონული წერილებისა ან/და სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით თქვენ შესახებ თქვენ მიერ აბაულას პლატფორმის მომსახურებასთან დაკავშირებით თქვენსა და ჩვენ შორის, ასევე თქვენსა და ჩვენს პარტნიორ(ებ)ს შორის განხორციელებულ კომუნიკაციისას.

ფინანსური

ინფორმაცია პლატფორმაზე თქვენი გადახდებისა და ბალანსის თაობაზე.

დოკუმენტური მონაცემები

სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

სამხრე კამერების ჩანაწერი

აუდიო/ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც კომპანია იღებს თქვენს მიერ ღონისძიებაზე ბილეთის წარდგენის მომენტიდან.

მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი:

  • თქვენი თანხმობა;
  • სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
  • კანონისმიერი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულება;

ინფორმაციის მოთხოვნის კონკრეტული შემთხვევები/აქტივობები

გარკვეულ შემთხვევებში, აქტივობიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:

  • მომხმარებლის პროფილის (ანგარიშის) შექმნა;
  • ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორებთან პროდუქტის ან მომსახურების შეკვეთა;
  • ინფორმაციის გაგზავნა და/ან რაიმე ინფორმაციის განხილვის გვერდზე დადება;
  • ჩვენ ან ჩვენი პარტნიორების მიერ დაფინანსებულ კონკურსებში, გამოკითხვებში მონაწილეობა;
  • კომენტარის განთავსება, ჩვენთვის ან ჩვენი პარტნიორებისათვის საკუთარი აზრის გაზიარება;
  • ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა;
  • ჩვენთან დასაქმების მიზნით განცხადების გამოგზავნა;
  • ჩვენი ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით მესამე მხარეთა მიერ წარმოდგენილი სპეციალური შეთავაზებებისათვის დარეგისტრირება და სხვ. აქტივობები.

შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება

ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას:

საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო (პერსონალური) ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. პლატფორმაზე არსებულ აქტივობებში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ აღნიშნულ აქტივობებში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ შემდეგი სახის პირადი (პერსონალური) ინფორმაციის წარმოდგენა:

  • თქვენი სახელი და გვარი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • პირადი ნომერი;
  • მისამართი;
  • სქესი;
  • დაბადების თარიღი;
  • სხვა დამატებითი ნებაყოფლობით შესავსები ინფორმაცია თქვენ შესახებ.

როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე (გარდა ბარათის ტიპისა და ვალიდურობის მაიდენტიფიცირებელი პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრისა). იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთის კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.

გადაწყვეტილების ავტომატიზირებული მიღება და პროფილირება

ავტომატური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის პროფილირებისთვის, ჩვენ ზოგჯერ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც გვაქვს, ან გვაქვს უფლება შევაგროვოთ სხვა სუბიექტებისგან კანონმდებლობის, თქვენთან არსებული ხელშეკრულების, ან თქვენ მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური. ავტომატიზირებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენ მიერ ახლა ან მომავალში შემოთავაზებულ/შემოსათავაზებელ პროდუქტებზე და სერვისზე. თუ არ არსებობს ზემოაღნიშნული საფუძველი (საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, თანხმობა), თქვენ უფლებამოსილი ხართ არ დაექვემდებაროთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაფუძნებულია მხოლოდ ავტომატიზირებულ დამუშავებაზე, მათ შორის პროფილირებაზე, რომელიც თქვენზე ახდენს მნიშვნელოვანი სახის იურიდიული, ფინანსური ან სხვა სახის გავლენას.

ჩვენ ვიღებთ შემდეგი სახის ავტომატურ გადაწყვეტილებებს:

  • ფასი - ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზოგიერთ პროდუქტზე და სერვისის ფასზე გადაწყვეტილება ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე.
  • პროდუქტებისა და სერვისების მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგება - ჩვენ მომხმარებლებს ვყოფთ შესაბამისი ჯგუფებად, რომელთაც ვუწოდებთ მომხმარებელთა სეგმენტებს. ჩვენ აღნიშნულ ჯგუფებს ვიყენებთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების შესასწავლად და შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენთვის სასარგებლო და ხელსაყრელი იქნება. აღნიშნული გვეხმარება მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტისთვის პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და მათთან ურთიერთობის მართვაში.
  • თაღლითობის გამოვლენა - ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რათა გადაწყვიტოთ, შეიძლება თუ არა თქვენი ანგარიშების/პროფილის გამოყენება თაღლითობის ან ფულის გათეთრებისთვის. ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ თქვენი ანგარიში/პროფილი გამოიყენება არასწორად. თუ ჩვენ გამოვავლენთ თაღლითობის რისკს, ვიტოვებთ უფლებას შევაჩეროთ საეჭვო ანგარიშების/პროფილის ტრანზაქციები/ოპერაციები თქვენი უსაფრთხოებისთვის ან შევზღუდოთ/შევწყვიტოთ მათზე წვდომა/გავაუქმოთ შესაბამისი სერვისი.
  • სხვა - კომპანიის სერვისების შეთავაზებისა და მიწოდების მიზნით.

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

  • ეფექტური კავშირი და უკუკავშირი მომხმარებელთან;
  • სწორი მარკეტინგული აქტივობები;
  • მომხმარებლის ფინანსური ტრანზაქციები;
  • იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქებსა და მომსახურებას და მარკეტინგული თუ სხვა აქტივობების ეფექტურობის შესაფასებლად;
  • ჩვენი პლატფორმის, ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/სამართავად და სტატისტიკის წარმოებისთვის;
  • ჩვენი პროდუქებისა და მომსახურების მოსაწოდებლად;
  • ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, პრევენციისა და ანგარიშგების საწარმოებლად;
  • ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების რისკების სამართავად;
  • ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
  • საჩივრებზე რეაგირებისა და მოგვარების გზების მოსაძიებლად;
  • მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;
  • ვებგვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციისთვის;
  • ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების თავიდან აცილების მიზნით;
  • ვებგვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირებისთვის მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით;
  • თქვენი საჭიროებების და სურვილების თაობაზე პარტნიორ(ებ)ის ინფორმირებისთვის;

რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას

თქვენ შესახებ ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური ინფორმაციის) მოპოვება ხდება თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე, კომპანიის პლატფორმაზე/ვებგვერდზე abaula.ge თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდებით ან/და პარტნიორ(ებ)ისგან ინფორმაციის გამოთხოვნის გზით.

ჩვენ პარტნიორ(ებ)ისგან გამოვითხოვთ ინფორმაციას:

  • About the your data (including personal information) you specify when registering on their platform;
  • About operations carried out with your personal account/profile;
  • About other activities you carry out on their platform;
  • About written or oral communication between them and you regarding the company's service/services.

მომხმარებლისაგან ინფორმაციის მიღების შემთხვევები:

ასეთები გახლავთ:

  • About the your data (including personal information) you specify when registering on their platform;
  • About operations carried out with your personal account/profile;
  • About other activities you carry out on their platform;
  • About written or oral communication between them and you regarding the company's service/services.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

By agreeing to these terms and conditions, when registering on the platform, the user authorizes abaula.ge to share/transfer his/her personal data to the organizer during purchasing tickets.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, პლატფორმაზე რეგისტრაციისას მომხმარებელი abaula.ge-ის ანიჭებს უფლებამოსილებას ბილეთების შეძენის წინ, მისი პერსონალური მონაცემები გაუზიაროს/გადასცეს ორგანიზატორს.

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ/შემოგთავაზონ იმ პირობით, რომ ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.

რეორგანიზაცია::

კონფიდენციალობის პოლიტიკის გავრცელების სავალდებულო პირობით, თქვენი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს აბაულას სამართალმემკვიდრეს, რეორგანიზაციის პროცესის შემთხვევაში.

ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა ან სამოქალაქოსამართლებრივი, სისხლისსამართლებრივი თუ ადმინისტრაციული სახის საქმის წარმოების დროს, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოთხოვნის/თანხმობის საფუძველზე ან ჩვენი ინიციატივით, როცა აღნიშნული უფლება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების დაცვა და განხორციელება; ვებგვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.

ინფორმაციის უსაფრთხოება

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად.

თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი.

სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.

სხვა ვებგვერდებს, რომლებზე გადამისამართებაც შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდან, საკუთარი კონფიდენციალობის პოლიტიკა და მონაცემთა კრებული, ასევე ასეთი ინფორმაციის გამოყენებისა და გამჟღავნების პრინციპები აქვთ. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე, შესაბამისად მოგიწოდებთ, თქვენი ინფორმაციის გაცემამდე ყურადღებით გაეცნოთ მათი კონფიდენციალობის პოლიტიკ(ებ)ს. აღნიშნულის შესახებ მითითებულია ზოგად წესებსა და პირობებშიც. სხვა ვებგვერდებს, რომლებზე გადამისამართებაც შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდან, საკუთარი კონფიდენციალობის პოლიტიკა და მონაცემთა კრებული, ასევე ასეთი ინფორმაციის გამოყენებისა და გამჟღავნების პრინციპები აქვთ. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე, შესაბამისად მოგიწოდებთ, თქვენი ინფორმაციის გაცემამდე ყურადღებით გაეცნოთ მათი კონფიდენციალობის პოლიტიკ(ებ)ს. აღნიშნულის შესახებ მითითებულია ზოგად წესებსა და პირობებშიც.

თაღლითობის გამოვლენა

თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენი ანგარიში/პროფილი გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროებით შევაჩეროთ ტრანზაქციები/შეკვეთები ან უარი განვაცხდოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.

ინფორმაციის დაცვის სხვადასხვა საკითხი

16 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ www.abaula.ge-ს პლატფორმით/ვებგვერდით სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 16 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 16 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. სარგებლობთ რა www.abaula.ge-ს პლატფორმით/ვებგვერდით თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 16 წლის.

სამხრე კამერები

დანაშაულის თავიდან არიდების, პირისა და საკუთრების უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით www.abaula.ge უფლებამოსილია ღონისძიებათა მიმდინარეობისას შემშვებები, ე.წ მესკანერეები აღჭურვონ სამხრე კამერებით, რასაც მომხმარებელი კონკრეტული ღონისძიების ბილეთების შეძენით ავტომატურად ეთანხმება. აღნიშნული ვიდეო/აუდიო ჩანაწერი კომპანიის ბაზებში შეინახება 1 (ერთი) თვის ვადაში და მასზე წვდომა ექნებათ მხოლოდ აბაულას და ღონისძიების ორგანიზატორს.

საჯარო ადგილები

ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ვებგვერდზე გამოვყოთ ადგილები, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენ შესახებ ინფორმაციის საჯაროდ განთავსებას, ასევე სხვებთან კომუნიკაციას ფორუმების ან ბლოგების მეშვეობით, პროდუქტების დათვალიერებას და კონტენტის გაგზავნას. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სხვა მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისათვის და შეიძლება, ასევე, გამოჩნდეს სხვა ვებ-გვერდებსა და ინტერნეტის საძიებო სისტემებში. შესაბამისად, ეს ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს, შეგროვდეს და გამოყენებულ იქნეს სხვების მიერ. მაგალითად, თუ თქვენ მიუთითებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტას რომელიმე პროდუქტთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარის გაკეთებისას, თქვენ შეიძლება მიიღოთ არასასურველი ელექტრონული ფოსტა. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს იმაზე, თუ ვინ კითხულობს თქვენ მიერ ვებგვერდზე საჯაროდ და ნებაყოფლობით დადებულ ინფორმაციას და ვინ როგორ გამოიყენებს მას. ამიტომ, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე თქვენი ნებისმიერი პირადი ინფორმაციის ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებისას. როგორც წესი, ჩვენ მოვიპოვებთ ნებართვას ჩვენი მომხმარებლისაგან, სანამ მის სახელს მივუთითებთ მისი კომენტარის გასწვრივ.

„Google ავტორიზაცია“

კომპანიის ვებგვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Google“-ის ელექტრონულ ფოსტაზე შესვლას, რათა მათ იურთიერთონ მეგობრებთან და გაუზიარონ მათ ინფორმაცია „Google“-ის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე და გაქვთ „Google“-ის ელექტრონული ფოსტა და დააჭერთ „Google“-ს, თქვენი ორივე პროფილი შეერთდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ “Google”-სა და Tkt.ge-ზე რეგისტრაციისას მითითებული თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები არ დაემთხვევა ერთმანეთს. თუ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენ გკითხავთ, გსურთ თუ არა მათი შეერთება. მაშინ თქვენ შეიყვანთ თქვენს პაროლს, რათა დაადასტუროთ, რომ „Google“ აკონტროლებს ამ ანგარიშს/პროფილს. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე, მაგრამ არა „Google“-ზე და დააჭერთ „Google ავტორიზაციას“, თქვენ შემოგთავაზებენ „Google“ მანდატის შექმნას ან „Google“–ის ელექტრონული ფოსტის დარეგისტრირებას. თუ თქვენ გააგრძელებთ, ხელმისაწვდომს გახდით თქვენს ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდისათვის და ამავე დროს კომპანიის ვებგვერდების გამოყენებისას დაეთანხმებით „Google“–ით სარგებლობის პირობებს.

კომპანიის ვებგვერდი შესაძლებელს ხდის მომხმარებლებისათვის „Google“-ის ელექტრონულ ფოსტაზე შესვლას, რათა მათ იურთიერთონ მეგობრებთან და გაუზიარონ მათ ინფორმაცია „Google“-ის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე და გაქვთ „Google“-ის ელექტრონული ფოსტა და დააჭერთ „Google“-ს, თქვენი ორივე პროფილი შეერთდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ “Google”-სა და Tkt.ge-ზე რეგისტრაციისას მითითებული თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები არ დაემთხვევა ერთმანეთს. თუ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენ გკითხავთ, გსურთ თუ არა მათი შეერთება. მაშინ თქვენ შეიყვანთ თქვენს პაროლს, რათა დაადასტუროთ, რომ „Google“ აკონტროლებს ამ ანგარიშს/პროფილს. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ კომპანიის ვებგვერდზე, მაგრამ არა „Google“-ზე და დააჭერთ „Google ავტორიზაციას“, თქვენ შემოგთავაზებენ „Google“ მანდატის შექმნას ან „Google“–ის ელექტრონული ფოსტის დარეგისტრირებას. თუ თქვენ გააგრძელებთ, ხელმისაწვდომს გახდით თქვენს ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდისათვის და ამავე დროს კომპანიის ვებგვერდების გამოყენებისას დაეთანხმებით „Google“–ით სარგებლობის პირობებს.

მომხმარებელთა უფლებების დაზუსტება:

www.abaula.ge მომხმარებელს, უფლება აქვს:

  1. მოითხოვოს პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
  2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში;
  3. ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს ან შეზღუდოს ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 5-10 სამუშაო დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების დამუშავება. გაითვალისწინეთ, რომ თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვთ ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
  4. უარი განაცხადოთ ავტომატური საშუალებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მონაცემების გამოყენებაზე (მათ შორის პროფაილინგზე), რასთან დაკავშირებითაც წერილობით უნდა გვაცნობოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@abaula.ge ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, თქვენი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების ამგვარი დამუშავება; კონფიდენციალობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით:

    ელ-ფოსტის მისამართი: info@abaula.ge

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.

აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;
  • Abaula.ge და მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობის არქივისმიერი ხაზის შესანარჩუნებლად;
  • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.

ცვლილებები კონფიდენციალობის პოლიტიკაში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა. კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე. ამასთან, დაცვის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. თქვენი ვალდებულებაა, პერიოდულად შეამოწმოთ კონფიდენციალობის პოლიტიკა. აღნიშნული სახის პირობა გათვალისწინებულია აბაულას ზოგად წესებსა და პირობებშიც.

მარკეტინგი

ინფორმაციას რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან კომპანიის პლატფორმაზე/ვებგვერდზე www.abaula.ge ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენზე მორგებული კონკრეტული მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზების გასაცნობად.

ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით.

ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს ამის ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.

წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

ასევე, წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.