იბერია 1999 - მალმიო | უეფას ჩემპიონთა ლიგა

socialsocialsocial
logo

განრიგი

  • თარიღი: 08/07/2025
  • სესიის დრო: 20:00
  • კარების გაღება: 18:00
  • მდებარეობა: მიხეილ მესხის სტადიონი
  • გახსენით Google Maps-ში

ღონისძიების დეტალები

⚽ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999" შვედურ "მალმიოს" თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს.

არ გამოტოვო ჩემპიონთა ლიგის მატჩი. უქომაგე საქართველოს!

ბილეთის ფასები:
- Entry კატეგორია - 5₾
- Premium კატეგორია - 10₾

29-ე და 30-ე სექტორის ბილეთები განკუთვნილია "მალმიოს" გულშემატკივრებისათვის და ამ სექტორებში ქართველი გულშემატკივრები არ დაიშვებიან. ბილეთის ფასი - 10 ₾

3 წლამდე ასაკის ბავშვები დაიშვებიან უბილეთოდ.

❗შესვლა ნებადართულია მხოლოდ იმ კარიბჭით, რომელიც თქვენს სექტორს შეესაბამება.

❗ ბილეთის აქტივაცია ხდება მატჩის დაწყებამდე არა უადრეს 3 საათით ადრე და რჩება გააქტიურებული.
ბილეთის აქტივაცია - 17:00 საათიდან
კარის გაღება - 18:00 საათი
მატჩის დაწყება - 20:00 საათი

*სტადიონის ტერიტორიაზე შესატანი აკრძალული ნივთების ნუსხა:*

- ყველანაირი ცივი იარაღი და ბასრი საგანი რაც შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც ცივი იარაღი.
- მუსიკალური და ჩასაბერი ინსტრუმენტები (მათ შორის „ვუვუზელა“) შესაბამისი ნებართვის გარეშე
- ყველანაირი ასაფეთქებლები, დეტონატორები ან ნებისმიერი ნივთი რაც შეიცავს მათ, - ყველანაირი სახის პიროტექნიკა
- ადვილად აალებადი ნივთები, დიდი რაოდენობის ქაღალდი
- ლაზერული სანათები
- საკვები და სასმელი
- ყველანაირი მოსახატი საშუალებები
- შუშის კონტეინერები/ბოთლები, თუნუქის ქილები, თერმოსები.
- სამედიცინო მედიკამენტების დიდი რაოდენობა
- ნარკოტიკული ან ტოქსიკური პრეპარატები
- დიდი რაოდენობით ფხვიერი მასალა
- თხევადი სითხის კონტეინერები რომლის მოცულობაც აღემატება 100მლ.
- გასაშლელი სკამები.
- შინაური ცხოველები, გარდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დამხმარე ცხოველებისა.
- პროფესიონალური ვიდეო და ფოტო აპარატი შესაბამისი ნებართვის გარეშე.
- ყველა სახის მყარი საგანი რომელიც აღემატება 75სმ
- დროშის ტარი დაშვებულია მხოლოდ პლასტიკური და ძნელად აალებადი რომელთა სიგრძეც არ აღემატება 1მ.
- სპორტული ინვენტარი (გაბერილი ბურთი, გორგოლაჭებიანი დაფა, გორგოლაჭები)
- მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობები შესაბამისი ნებართვის გარეშე.
- დიდი ზომის ჩანთები
- ყველანაირი შეურაცხმყოფელი, რასისტული, ქსენოფობიური, სექსისტური, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა სახის აკრძალული მასალა
- ყველა სხვა ნივთი რაც აკრძალული ნივთების მსგავსია ან/და თვითნაკეთია.