GNPF მოთამაშის ბარათი

logo
ინფორმაცია
  • გამოწერა
  • თარიღი: 21/03/2025 - 21/03/2026
  • მდებარეობა:
    not-numbered

ღონისძიების დეტალები

მოთამაშის ბარათი – თქვენი გზა შეჯიბრებაში მონაწილეობისკენ

შეუერთდი პადელის სამყაროს GNPF მოთამაშის ბარათით! როგორც სეზონური აბონემენტის მფლობელს, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ითამაშოთ გუნდურ ლიგაში (Team League) (ლიგის სისტემის მატჩები 2025 წლის სეზონის განმავლობაში) და ღია ტურნირებში (Open Tournaments) (ოლიმპიური სისტემის ტურნირი), რომელიც ჩატარდება წელიწადში ოთხჯერ და თითოეული ერთი კვირა გაგრძელდება.

მოთამაშის ბარათის შეძენის შემთხვევაში, თქვენ წვდომა გექნებათ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე პადელის ტურნირებში მონაწილეობაზე. პადელის GNPF ლიგის თამაშებზე ისარგებლებთ კორტის სპეციალური ფასდაკლებით. ასევე გექნებათ წვდომა ექსკლუზიურ workshop-ზე, რომელსაც საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია უმასპინძლებს, რათა დაგეხმაროთ საჭირო უნარების განვითარებაში.
გარდა ამისა, ბარათის მფლობელები იღებენ სპეციალურ შეთავაზებებს პარტნიორი კომაპიებისგან როგორიცაა Macron, Hubs.ge, Liberty Bank და Messy Weekend.

⚠️ კორტის გადასახადი არ შედის მოთამაშის ბარათის ფასში, თუმცა ლიგის მატჩებზე ისარგებლებთ სპეციალური ფასდაკლებით.
📌 მნიშვნელოვანია: სეზონური აბონემენტის შეძენის შემდეგ, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ Rankedin-ზე, რათა შექმნათ თქვენი გუნდი, ან შეუერთდეთ არსებულს მიმდინარე ლიგაში მონაწილეობისათვის.
🎟️ თქვენი სეზონური აბონემენტი აქტიური იქნება შეძენის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.

შეუერთდით პადელის ჩემპიონატებს და ისიამოვნეთ ექსკლუზიური ბენეფიტებით— მიიღეთ თქვენი GNPF Player Card დღესვე!